რეგიონი
აბაშისწყალში დაღუპული მაშველის ცხედარი იპოვეს
მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, მდინარე აბაშისწყალში დაღუპული მაშველის ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედარი იპოვეს.

რაიონის გამგებლის ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, ცხედარი უკვე მდინარიდან ამოიღეს.

უბედური შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. მაშველი 16 წლის ბიჭის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც თავადაც დაიღუპა. ახალგაზრდის ცხედარი მდინარე აბაშისწყალმა გუშინ გამორიყა.
Print