რეგიონი
ჯიხაშკარის გამგებელმა მეზობელი ცემა (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის გამგებელმა ავთო
მარღიამ თანასოფლელი გია ბაგათელია ცემა. როგორც დაშავებული ყვება, მათ შორის კონფლიქტი ხუთი წლის წინ დაიწყო, რის შემდეგაც მეზობლებმა ურთიერთობა გაწყვიტეს. ბაგათელიას თქმით, ჩხუბი გამგებლის მიერ მის ჭიშკართან ავტომობილის გაჩერებას მოჰყვა.

„მანქანა გაჩერდა ჩემს ჭიშკართან, საქარე მინა ჩაწეული ჰქონდა და ვიცანი, ვუთხარი გაცლოდა იქურობას, მაგრამ ადგილიდან არ დაიძრა.რაღაც მითხრა, კარგად ვერ გავიგე მგონი, შემაგინა. შემდეგ წავიდა, მე ფეხით გავედევნე, ამის შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და ხელჯოხით მცემა“, - განმარტა მან.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოფლის გამგებელმა ჟურნალისტებთან კომენტარზე უარი თქვა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა კი კომენტარს მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს.

შსს-ში კი რადიო "ათინათს" განუცხადეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცემას გულისხმობს.


Print