რეგიონი
პრეზიდენტმა აჭარაში რწმუნებულად ზურაბ პატარაძე დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე რწმუნებულად დანიშნა. ინფორმაციას ადასტურებს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე.

"ეს იყო ფარსი, დეპუტატებთან შეხვედრა, გადაუწყვეტია ყველაფერი პრეზიდენტს. ეს რეგიონის ინტერესების უგუველყოფა და შეცდომაა",- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ზამბახიძე.

კანონმდებლობით პრეზიდენტს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ორ შემთხვევაში შეუძლია დანიშნოს რწმუნებული: როცა გადააყენებს ან უნდობლობას გამოუცხადებს მთავრობას.

პარალელურად მიმდინარეობს კონსულტაციები, იმის შესახებ, რომ უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარედ პატარაძე აირჩიოს.
Print