რეგიონი
გაეროს მოსახლეობის ფონდმა ზუგდიდში შეხვედრები გამართა (ვიდეო)

"გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს გუნდი" (UNFPA) ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

მათ გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“ წარადგინეს.

პროექტის მენეჯერმა მარიამ ბანძელაძემ ისაუბრა ფონდის მიღწევებზე, მიზნებსა და მომავალ გეგმებზე.

მისივე თქმით, ფონდის მიერ ქ.ზუგდიდის ადგილობრივ მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ჰარმონიული და თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობას.

ამა წლის 13 ივლისს, ოფისის წარმოადგენლებმა მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი ხუთწლიანი პროგრამა წარუდგინეს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.
Print