არჩევნები
გურგენ სართანია ზუგდიდის გამგებლის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ზუგდიდის გამგებლის ედიშერ თოლორაიას მოადგილე გურგენ სართანია, რომელიც სოციალურ საკითხებს კურირებდა, პირველ მოადგილედ დაინიშნა.

ამის შესახებ რადიო "ათინათს" გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ განუცხადა. " გამგებელმა გამოსცა განკარგულება მისი დანიშვნის შესახებ, რაც შეეხება, მეორე მოადგილის დანიშვნას-ეს ადგილი ჯერ ვაკანტურია. გამგებელ ედიშერ თოლორაიას ამ დროისთვის არა აქვს დაწერილი განცხადება გადადგომის შესახებ, თუმცა გიდასტურებთ, რომ იგი რაიონში მმართველი პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება".

“ქართული ოცნება”  ედიშერ თოლორაიას კანდიდატურას 23 ივლისს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარად ოფიციალურად წარადგენს, ხოლო ზუგდიდის გამგებლის გადადგომის დღიდან მის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე გურგენ სართანია შეასრულებს.
Print