რეგიონი
ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ დღეს გაიმართება
ზუგდიდში ავტო-მოტომოყვარულთა შეჯიბრი დღეს გაიმართება, რომელშიც პროფესიონალი და მოყვარული მრბოლელები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე 12:00 დაიწყება და 31 ივლისს დასრულდება. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება იქნება შოუს ელემენტებით დატვირთული.

მონაწილეები ერთმანეთს "ავტო-მოტო დრაგში" შეეჯიბრებიან, ასევე გაიმართება „დრიფტ შოუ“, სადაც მონაწილეობას საქართველოში ცნობილი მრბოლელებიც მიიღებენ. ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებას მუსიკალურად, ცნობილი DJ-ები გააფორმებენ.

ავტო-მოტო შეჯიბრებებში გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან. ღონისძიება „Western Drivers Club სამეგრელოსა“ და „BMW Club Georgias“ ორგანიზებით ტარდება. იდეა სამეგრელოს გუბერნატორ ლევან შონიას ეკუთვნის.

ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ ზუგდიდში

Print