რეგიონი
ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ დაიწყო (ვიდეო)
ზუგდიდში ავტო-მოტო მოყვარულთა შეჯიბრი დაიწყო. შეჯიბრში პროფესიონალი და მოყვარული მრბოლელები მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობენ. ღონისძიება, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე დღეს 12:00 დაიწყო და 31 ივლისს დასარულდება.

„Western Drivers Club სამეგრელოს“ დამფუძვნებლის დავით კოდუას თქმით, აღნიშნული კლუბი 1014 წელს დაფუძვნდა და ყოველწლიურად ატარებს სხვადასხავა ღონისძიებებს.

„ახალგაზრდული წლის ფარგლებში თქვენ ხედავთ რომ სამეგრელო გუგუნებს, მთელი საქრთველო აქ არის შეკრებილი და ყველას ვინც არის ავტომოყვარული მივეცით საშუალება გამოვიდეს და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს,“-აღნიშნა მან.

ავტო-მოტო შეჯიბრებებში გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან. ღონისძიება „Western Drivers Club სამეგრელოსა“ და „BMW Club Georgias“ ორგანიზებით ტარდება. იდეა სამეგრელოს გუბერნატორ ლევან შონიას ეკუთვნის. 

ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ (ფოტორეპორტაჟი)

ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ დღეს გაიმართება

ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ ზუგდიდში
Print