რეგიონი
აფეთქება "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე (ვიდეო)
ზუგდიდში,ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე, როდესაც ავზის დაცლა მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ აფეთქება მოხდა. მოსახლეობის და თვითმხილველების ინფორმაციით, ხმა იმდენად ძლიერი იყო,რომ გარშემო სახლები შეაზანზარა.

ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. მათი ინფორმაციით,მსხვერპლი არ არის. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

რადიო"ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით,რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
Print