რეგიონი
4 და 5 აგვისტოს ზუგდიდის რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება
4 აგვისტოს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 07:00 საათიდან 12:00 საათამდე გამოირთვება ელექტროგადამცემი ხაზი „ორული“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 3251 აბონენტს ( აკვაპარკი და სოფლები: ანაკლია, ორული დიდი ნეძი, კიროვი ).

ასევე, 5 აგვისტოს დილის 07:00 საათიდან 12:00 საათამდე გამოირთვება ელექტროგადამცემი ხაზი „ ინგირი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 6612 აბონენტს ( აკვაპარკი და სოფლები: ანაკლია, ორული დიდი ნეძი, კიროვი,ერგეტა, კოკი, ორსანტია, თარგამული, კახათი და მიმდებარე სოფლები).

Print