რეგიონი
"მოიზღვავე წიგნები" ზუგდიდში
11-12 აგვისტოს, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა „მოიზღვავე წიგნები“. გამოფენაზე წიგნები 40-60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს 8 წამყვანი გამომცემლობის წიგნები:

„აზრი“ გამომცემლობა აზრი
„არეტე“ არეტე/Arete
„არტანუჯი“ გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing
„დიოგენე“ გამომცემლობა "დიოგენე" Diogene Publishers
„ინტელექტი“ გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing
„ლოგოს პრესი“ გამომცემლობა ლოგოს პრესი
„სიესტა“ გამომცემლობა გამომცემლობა სიესტა / Publishing House Siesta
„წიგნები ბათუმში“ გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" - "BOOKS IN BATUMI" Publishing

წიგნების გამავრცელებელი კომპანია „ირიათონი“ მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით ატარებს აქციას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უწყებაში, რაც წიგნების გამოფენა-გაყიდვას განსაკუთრებული ფასდაკლებით გულისხმობს.

გამოფენის მხარდამჭერია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.

Print