რეგიონი
ზუგდიდში წიგნების გამოფენა -გაყიდვა "მოიზღვავე წიგნები" მოეწყო (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონის“ ორგანიზებით წიგნების გამოფენა-გაყიდვა „მოიზღვავე წიგნები“ მოეწყო. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გამოფენის ორგანიზატორის ზვიად კვარაცხელიას თქმით, მსურველებს წიგნების შეძენა 40-60%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ.

„რვა ქართული გამომცემლობის წიგნებია გამოფენილი და მკითხველს 12 საათიდან საღამოს 21 საათამდე შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს, გაეცნოს და შეძინოს წიგნები. გამოფენის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადგილას იყოს წიგნები,"- აღნიშნა მან.

Print