რეგიონი
წყლის ფესტივალი ზუგდიდში (ვიდეო)
ახალგაზრდობის დღესთან დაკავშირებით "სკეიტ პარკში" დღეს წყლის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამა "საქართველოს მოხალისის" ზუგდიდის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა. ფესტივალის მონაწილეები წუწაობასთან ერთად ერთმანეთს სხვადასხვა აქტივობებში შეეჯიბრნენ.

საქართველოს მოხალისის მუნიციპალური წარმომადგენლის ირაკლი ჯიქიას თქმით, ამ ღონისძიების ჩატარება მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით იმ ნაწილისთვის, ვისაც საშუალება არ ჰქონდა "ჯემ ფესტს" დასწრებოდა.

მოხალისეთა ჯგუფი ახალგაზრდებს კიდევ ბევრს გასართობ პროგრამებს ჰპირდება.

ამავე თემაზე:

მასობრივი წუწაობა ზუგდიდში





Print