რეგიონი
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მოხალისეები შეარჩია (ვიდეო)
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ქალაქ ზუგდიდში პროექტის - "ZRDA" ფარგლებში 90 მოხალისე შეარჩია. მოხალისეები ზუგდიდსა და წალენჯიხაში სამიათასამდე დევნილ ოჯახს კარდაკარის პრინციპით, სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დირექტორის ირაკლი უჯმაჯურიძის განმარტებით, საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმაში არსებულ პროექტებში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე თვის წინ კვლევა სამინისტროში, სახეწლმწიფო პროგრამების შესახებ დევნილთა ინფორმირებულობა იყო ძალიან მცირე. სწორედაც ეს იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ინფორმირებული მით უფრო მეტი ჩაერთვება“.

აღნიშნული პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის დაფინანსებული, მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში.


Print