რეგიონი
მერიამ "ზუგდიდობის" სუფრისთვის 9000-მდე ლარი გამოყო
ქალაქ ზუგდიდის მერია საერო-სახალხო ღონისძიებების - "ზუგდიდობა 2016"-ის ორგანიზების ფარგლებში რესტორნის მომსახურებას შეისყიდის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სუფრა 180 ადამიანზე იქნება გათვლილი და მისი ღირებულება 8 900 ლარია.

გებჟალია, ნადუღი პიტნით, კანჭი-ბეჭი ცივად, შემწვარი გოჭი, ინდაურის საცივი, თევზი კალმახი- ლიმონით, სოფლის წიწილა, მეგრული ხაჭაპური, მეგრული კუჭმაჭი, ხარჩო ნიგვზით, მრგვალი ჭვიშტარი, ელარჯი, ბურვაკის მწვადი - ეს იმ კერძების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მერიის ორგანიზებული ღონისძიების სუფრაზე მოხვდება.

გარდა ამისა, მერიის კულტურის სამსახურმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაზე 53 ათასი ლარის ტენდერი გამოაცხადა.

ცნობისთვის, პირველად "ზუგდიდობა" წელს 10 სექტემებერს გაიმართება.

ამავე თემაზე:


წელს პირველად „ზუგდიდობა“აღინიშნება

Print