რეგიონი
ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდიდან ხმაურის ფონზე გააცილეს (ვიდეო)
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ზუგდიდში, კომბინატის კულტურის სახლთან, „ამი-2014“ -ის 20-მდე მუშა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. თავის მხრივ, ყოფილი პრემიერი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა, თუმცა ჟურნლისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ საკითხით დაინტერესდებოდა.

„კარგი იქნება, თუ ვინმე მისამართს ან ტელეფონს გაიგებს, გავერკვევი და მეც ვიკითხავ, რატომ არ მისცეს ხელფასი ამ ადამიანებს“, - განაცხადა ივანიშვილმა. 

შეხვედრიდან გამოსულმა ექს-პრემიერმა აქციის მონაწილეებს მიმართა და თქვა, რომ მათ სააკაშვილმა მხოლოდ ტყუილები ასწავლა.

„ამი-2014“ მუშები კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავდნენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც რამდენჯერმე შეხვდნენ. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, მუშებს ხელფასების დიდი ნაწილი არ  მიუღიათ.

Print