რეგიონი
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილია

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან კონჯარია იქნება.


მის კანდიდატურას ოფიციალურად 13 სექტემბერს დაასახელებენ. როგორც ყოფილი მმართველი პარტიის შტაბში აცხადებენ, მასშტაბური სახის წარდგენაა დაგეგმილი. კონჯარიამ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო.

"ჩემი კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო. "ნაციონალურ მოძრაობას" კონკურენტი არ ჰყავს და, რასაკვირველია, მაქვს გამარჯვების იმედი"
, - უთხრა რადიო "ათინათს" ლევან კონჯარიამ.

ლევან კონჯარია 2000-2002 - საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2005-2006 - სამეგრელო ზემო სვანეთის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2010-2014 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2014 წლიდან კი ქალაქის საკრებულოს წევრია.

ცნობისთვის, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

 

Print