რეგიონი
ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
13 სექტემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 13:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ხაზი „წალენჯიხა“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 7575 აბონენტს, (4109 აბონენტი ქალაქი და 3466 აბონენტი სოფლებში: რუხი-რიყე, ოდიში, კალინინი, ზედა ეწერი და მიმდებარე სოფლები).

ასევე,15:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 6617 აბონენტი ( სოფლები: კიროვი-2, ანაკლია, კიროვი-3, კოკი, ორსანტია, ერგეტა, კახათი, ახალ-კახათი, თარგამული და მიმდებარე სოფლები).

16:00 საათიდან 17:00 საათამდე კი გამოირთვება ხაზი „ცაიში“ და ელექტროენერგიის გარეშე დარჩება 1542 აბონენტი (სოფლები: საჯიქიო, ცაცხვი, ოქტომბერი, კურორტი).
Print