რეგიონი
ჩხოროწყუს პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა.  საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.

ჯუმბერ იზორია ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილემ პაატა ლაბახუამ ჩაანაცვლა.

ჩხოროწყუს პოლიციის  ყოფილი უფროსი მმართველი პარტიის სიაში 55-ე ნომერია.
Print