რეგიონი
პოლიტიკურმა პარტიებმა ზუგდიდში წინასაარჩევნო პროგრამები წარადგინეს (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ გაიმართა. შეხვედრა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის „ინფორმირებული ამომრჩეველი საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით მოეწყო. პროექტის მიზანია პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო დაპირებების, შეთავაზებებისა და შეხედულებების მოსახლეობისთვის გაზიარება.

დისკუსიაში მონაწილეობა ადგილობრივი მედიის, საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.



Print