რეგიონი
გალში მილიციის განყოფილებას თავს დაესხნენ
გალის რაიონის "შს განყოფილების" შენობას 18 სექტემბერს, დღისით, დაახლოებით სამის ნახევარზე, "ლექსუსის" მარკის უნომრო ავტომობილში მყოფი ოთხი პირი დაესხა თავს.

ადამურ ჯელია, მისი ორი თანამზრახველი გალის მილიციის რაიონული განყოფილებაში შეიჭრნენ და "მილიციის თანამშრომლების მიმართ ძალის გამოყენებით", ნარკოტიკული ნივთიერების მომხარებაში ეჭვმიტანილი ორი მოქალაქე ადიკ ჯელია და გამოძიების მიერ ჯერჯერობით დაუდგენელი პირი გაათავისუფლეს.

მილიციის თანამშრომლების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის დროს, ალბერტ ჯელიამ, რომელიც ავტომობილში იჯდა, სამართალდამცავების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ.

მოგვინებით, ოპერატიული ქმედებების შედეგად, ტყვარჩელის რაიონის ს. კოხორაში, სამართალდამცველებმა დააკავეს ალბერტ ჯელია, ადიკ და ადამურ ჯელიები და თენგიზ გამისონია. ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.







Print