რეგიონი
გიზო სართანია:კანდიდატურა არ მომიხსნია
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატმა გიზო სართანიამ რადიო „ათინათს“ განუცხადა, რომ ის ამ წუთებშიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელში ამომრჩევლებს ხვდება. სართანია აცხადებს, რომ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით ჭორებს უვრცელებენ.

კანდიდატურა არ მომიხსნია, ჭორებს მივრცელებენ, ასევე ჩემს პლაკატებს ხევენ და მებრძვიან “,-აღნიშნა სართანიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამგებლობის კანდიდატი პარტიის ზუგდიდის ოფისში ბრიფინგს ხვალ,12 საათზე გამართავს.


Print