რეგიონი
"ენმ"-ს აქციაზე დასასწრებად მხარდამჭერები ზუგდიდიდან გაემგზავრნენ
“ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში მონაწილეობისთვის პარტიის მხარდამჭერებს, დეპუტატებსა და კანდიდატებს აქტივისტები გზადაგზა სამეგრელოს სხვადასხვა რაიონიდანაც შეუერთდებიან.

„ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, არსებულმა ხელისუფლებამ თავისი რესურსი ამოწურა" , - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა თენგიზ გუნავამ.

„ენმ“-ს შეკრება დღეს „ვარდების მოედანზე“ 16:00 საათზე დაიწყება და მოსახლეობას პარტიის ლიდერები სიტყვით მიმართავენ. შეკრების შემდეგ გაიმართება მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ, რომელიც პარლამენტის შენობასთან დასრულდება.


Print