სპორტი
ზუგდიდში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს
ენგურ-ქაღალდ კომბინატის ტერიტორიაზე დაწყებული სტადიონი 7200 მაყურებელზეა გათვლილი.

პროექტის მიხედვით, სტადიონს მაყურებელთა 10 შესასვლელი ექნება, ასევე გათვალისწინებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსების პარკინგი. ხოლო ტრიბუნების ქვედა საფეხურზე სხვადასხვა ობიექტი განლაგდება.

პროექტის ღირებულება 20 000 000 ლარია და სამშენებლო პროცესს, შპს „დაგი“ ახორციელებს, ხოლო დამკვეთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაა. ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2017 წლის 30 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

Print