რეგიონი
საია: ზუგდიდის მე-18 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ხელს უშლიან
მედია ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ზუგდიდის მე-18 საარჩევნო უბანზე საია-ს დამკვირვებელს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს უშლიან.

„მინდა მოვუწოდო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიას, რომ ასეთი მოქმედება არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა და მოვუწოდებ მას, რომ მისცენ ჩვენს დამკვირვებელს თავისი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


Print