რეგიონი
დიტერ ბოდენი: აფხაზები ევროპელები არიან
გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, დიტერ ბოდენი სოხუმში ჩავიდა და დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

"ეხო კავკაზასთვის" მიცემულ ინტერვიუში ბოდენმა აღნიშნა, რომ აფხაზები ევროპელები არიან და "ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპასთან უფრო ცოცხალი ურთიერთობების აღსადგენად".

"90-იან წლებში იყო კონფლიქტი და დღეს, როგოც ვხედავ, კონფლიქტურ ზონაში უკვე აღარ არის საომარი მოქმედებები, ინციდენტები, თუმცა, ეს არა არის საკმარისი. როდესაც ენგურის ხიდზე გადავდივარ, ვხედავ, რომ იქ არ არის ნორმალური სიტუაცია. ეს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს... აფხაზეთი გარკვეულწილად იზოლაციაში იმყოფება... ჩვენ ვიცით, რომ ეს პოლიტიკური პრობლემაა. აქ ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, რათა უფრო ნორმალურ სიტუაციამდე მივიდეთ", - განაცხადა ბოდენმა.

პოსტდამის უნივერსიტეტის პროფესორი სოხუმში გერმანული ფონდის "ბერგხჰოფის" მიწვევით, ბიოგრაფიულ სალონში მონაწილეობის მიზნით ჩავიდა.

Print