რეგიონი
ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება
18 ოქტომბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით ქვესადგური „ზუგდიდი-4“-ის ფიდერები, 11:00 საათიდან 15:30 საათამდე გამოირთვება, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 1175 აბონენტს(ქალაქი) შეეზღუდებათ.

ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

Print