რეგიონი
ზუგდიდის ყველა ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს (ვიდეო)
პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი დასრულდა.ზუგდიდის #66-67 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა - 69%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა 29% მიიღო. #65 მაჟორიტარულ ოლქში 41 ნომრით წარდგენილმა კანდიდატმა 69%, 5 ნომრით წარდგენილმა, კი 28% აიღო. რაც შეეხება გამგებლის არჩევნებს, #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელის მირანდა მესხის განმარტებით, მათ მხოლოდ 50 უბნის მონაცემები აქვთ, რის მიხედვითაც, მართველი პარტიიდან წარდგენილმა კანდიდატს - 67%, ხოლო ოპოზიციური პარტიიდან წარდგენილ კანდიდატს 30% ერგო. მისივე განმარტებით, პირველ ტურთან შედარებით აქტივობა დაბალი იყო, თუმცა არჩევნების ჩასატარებლად საკმარისი რაოდენობა მოვიდა.

„პირველ ტურში ამომრჩევლის 43% პროცენტი, ხოლო მეორე ტურში - 32% მოვიდა, ეს მაჩვენებელი კი მეორე ტურისთვის საკმარისზე მეტია“, - განაცხადა მირანდა მესხმა.

რაც შეეხება საჩივრების რაოდენობასა და მათ განხილვას, მესხის თქმით, ამ ეტაპისთვის 12 საჩივარი ფიქსირდება , რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხება.

„ჩვენ ორდღიანი ვადა გვაქვს ხმის დათვლის პროცედურებთან დაკავშირებით. უბნის საჩივრებს კიდევ ერთხელ გადავხედავთ“, - აღნიშნა მესხმა.




Print