რეგიონი
ზუგდიდში სააგიტაციო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყეს (ვიდეო)
„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ნარჩენებისგან დასუფთავების აქცია დაიწყო. მასში ახლადარჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, მიიღო მონაწილეობა. მან მოქალაქეებს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობები მკვიდრდება.

ცნობისთვის, საქართველოს კანონმდებლობით პოლიტიკური სუბიექტები ვალდებულები არიან, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უზრუნველყონ საარჩევნო სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.




Print