ცენტრის წევრებმა სხვადასხვა ქვეყნის ისტორიები, ცეკვები, კულტურა,
ტრადიციები და ეროვნული სამოსი წარმოადგინეს. ღონისძიების დასასრულს
თითოეულმა ჯგუფმა ერთად, სიმბოლურად, ხორუმი იცეკვა.
მონაწილეებისა და ორგანიზატორების თქმით, საღამოს მიზანია,
ახალგაზრდების მხრიდან ეროვნული უმცირესობების მიმართ ტოლერანტობის და
ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ღონისძიება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის
მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში ჩატარდა. პროგრამა
დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
მიერ, მას საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები