რეგიონი
ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება
21ნოემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ქვესადგური „ზუგდიდი-4“ გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 4474 აბონენტს დროებით შეუწყდება. (ქალაქი-2568 აბონენტი და სოფლები: ოდიში, რუხი და მიმდებარე სოფლები-1906 აბ.).

ასევე 22 ნოემბერს ქვესადგური ,,რუხი’’-ს გამორთვის გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 720 აბონენტს (სოფლები:რუხი და რიყე) შეეზღუდება.

Print