რეგიონი
საფრთხის შემცველი შენობები ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ყოფილი ფოსტის შენობის ფასადიდან პერმანენტულად ფილები ცვივა, რაც საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რადიო „ათინათი“ ქალაქ ზუგდიდის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ეკატერინე თოდუას დაუკავშირდა. მისი თქმით, შენობა სახელმწიფო ბალანსზე არ არის და რისკებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე პასუხისმგებლობა მის მეპატრონეებს,ამ შემთხვევაში თანამესაკუთრეებს ეკისრებათ.

„აღნიშნული შენობა რამდენიმე პირის კერძო საკუთრებაა. შესაბამისად მათ გავუგზავნით წერილობით შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება, რომ უსაფრთხოება დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდებიან“,- განაცხადა მან.

Print