რეგიონი
"მეიქათონი"- ზუგდიდის ტექნოპარკი არქიტექტურულ კონკურსს აცხადებს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ზუგდიდის ტექნოპარკის ბაზაზე ახორციელებს პროექტს: “შექმენი შენი ქალაქის საახალწლო ინსტალაცია“, რომელშიც მონაწილეობა 17 წლის ან ზემოთ კრეატიულ და შემოქმედ ახალგაზრდებს შეეძლებათ. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში გუნდების ჩამოყალიბებას, რომლებიც იმუშავებენ ინოვაციური და კრეატიული იდეების განხორციელებაზე.( Fab-Lab-ებისა და ბიზნეს ინკუბატორის შესახებ ცნობადობის ამაღლება, ახალგაზრდების იდეების განხორციელების ხელშეწყობა და მათი მოტივაციის გაზრდა და მოქალაქეების ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში).

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 8 გუნდი, თითო გუნდი უნდა შედგებოდეს 3 ადამიანისგან, რომელთაც გადაეცემათ თანხა 300 ლარის ოდენობით, პროექტის მონაწილეებს ექნებათ 6 დღე ინსტალაციის წარსადგენად (3 დღე საჭირო მასალების შესაძენად, ხოლო შემდეგი 3 დღე უშუალოდ ინსტალაციის შესაქმნელად)
პროექტის მონაწილეებს ინსტალაციების შესაქმნელად მუშაობა ზუგდიდის ტექნოპარკის ბაზაზე შეეძლებათ. გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფულად ჯილდოს:

I ადგილზე გასული გუნდი -1000 ლარს ;

II ადგილზე გასული გუნდი -500 ლარს;

III ადგილზე გასული გუნდი -300 ლარს.

გამარჯვებულ გუნდებს ასევე ექნებათ დამატებითი შესაძლებლობა საკუთარი ინსტალაციები განათავსონ ქალაქის თვალსაჩინო ადგილას. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 დეკემბერი.




Print