რეგიონი
მოხალისეთა საერთაშორისო დღე სამეგრელოში (ვიდეო)
მოხალისეთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, "მოხალისეობის განვითარების პროგრამა - საქართველოს მოხალისეს" და "World Vison საქართველოს" ინიციატივით, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ცნობიერების ამაღლების კამპანიები განხორციელდა. სოფელ რუხის, ოდიშის, პირველი მაისისა და თორსის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა ვორქშოფი თემაზე „მოხალისეობა და თანამედროვე გამოწვევები.“

ახალგაზრდებთან შეხვედრა „world cafe”-ს მეთოდოლოგიის გამოყენებით გაიმართა, სადაც მონაწილეებმა მოხალისეობის მნიშვნელობაზე, მის დადებით მხარეებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. დღის ბოლოს ახალგაზრდებმა ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებიდან, შემაჯამებელ ღონისძიებაზე მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების პრეზენტაციები, ფოტო და ვიდეო მასალა წარმოადგინეს.

ღონისძიება "World Vision საქართველო"-ს პროექტის „სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის“ და პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ ორგანიზებით განხოციელდა.
Print