რეგიონი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს ავტობუსი მოემსახურება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიასა და საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავას ინიციატივით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსწავლეებს ავტობუსი გამოეყოთ. 14 მოსწავლე განმუხურის საჯარო სკოლაში სწავლობს და მათ ყოველდღიურად აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან სკოლამდე არსებული მანძილის გავლა ფეხით უწევდათ.

,,ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების და განსაკუთრებით ბავშვების კეთილდღეობა, სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გამოგვეყო ავტობუსი, რათა მოზარდებს ჰქონოდათ ყველანაირი პირობა დროულად და კომფროტულად გამოცხადებულიყვნენ სკოლაში და არ შეშლოდათ ხელი სასწავლო პროცესში,’’- განაცხადა ლაშა გოგიამ.

ცნობისთვის, მოსწავლეების მშობლებმა, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს თხოვნით მიმართეს.

Print