პოლიტიკა
სანდრა რულოვსი - საქართველოს მოსახლეობას გვერდში დავუდგები
,,მე ვაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას ჯანდაცვის მიმართულებით და საქართველოს მოსახლეობას დავუდგები გვერდში ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში'',- წერს სანდრა რულოვსი ,,ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე.

აღნიშნულ განცხადებაში საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, დეპუტატის მანდატზე უარის თქმის მიზეზებზეც საუბრობს.

”როგორც უკვე ცნობილია, ნოემბრის თვეში მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო 2016-2020 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. ჩემს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის (წინა)საარჩევნო დარღვევები, უკანონობა და მნიშვნელოვანი გაყალბებები, რასაც ადგილი ქონდა მთელს საქართველოსა და განსაკუთრებით ზუგდიდში, რამაც, საბოლოო ჯამში, განაპირობა არალეგიტიმური შედეგი. ჩემი გადაწყვეტილება, ენმ-ის პარტიული სიის მე-2 ნომრად პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შესახებ, ეფუძნებოდა როგორც ჩემს პირად მოსაზრებებს, ასევე პარტიაში განვითარებულ მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არ არის საბოლოო სიტყვა ნათქვამი იმ აუტანელ საარჩევნო გარემოზე, რომელშიც მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, მთლიანად არჩევნები და რამაც განაპირობა ის მცდარი და არარეალური საპარლამენტო შემადგენლობა, რომელიც თავს მოახვიეს საქართველოს მოსახლეობას.’’

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის რაიონში დეპუტატობის მანდატისათვის სანდრა რულოვსი იბრძოდა. იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

Print