რეგიონი
სოხუმი და მოსკოვი ენერგეტიკის სფეროში ითანამშრომლებენ
დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ელექტროენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. „მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რუსეთმა აფხაზეთის ენერგეტიკის სფეროში 1 მილიარდი რუბლის ინვესტიცია განახორციელა, პრობლემები ჯერაც რჩება“,- დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრმა ბესლან ბარციცმა.

რუსეთის წარმომადგენლის ალექსანდრე ხლოპონინის განცხადებით, „საჭიროა მოიძებნოს სქემა, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთისთვის უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდებას, ამისთვის, ეს სქემა რუსეთიდან უნდა მოდიოდეს. ამის შემდეგ, უკვე ვიფიქრებთ სტრატეგიაზე - რას გავაკეთებთ, ქვესადგურების ხარჯზე დავიწყებთ ელექტროენერგიით უზრუნველყოფას თუ საკუთარ სიმძლავრეებს ავაშენებთ".

მისი განცხადებით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხზე, „რუსეთის ქსელების“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში იმსჯელებენ.

Print