რეგიონი
აფხაზეთიდან რუსეთში გატანილი მანდარინის ექსპორტი შემცირდა
მიმდინარე წელს, აფხაზეთიდან, „ფსოუს“ გამშვები პუნქტის გავლით, შედარებით ნაკლები მანდარინი გაიტანეს. 2016 წლის 10 დეკემბრის მონაცემებით, „ექსპორტზე გავიდა 6 652 718 კგ მანდარინი, მაშინ, როდესაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში, რუსეთის მიმართულებით „ექსპორტზე გავიდა 12 180 220 კგ მანდარინი“, - წერს აფხაზური მედია.

ამავე ინფორმაციით, შემცირდა ხურმის ექსპორტი: 2016 წელს 255 068 კგ ხურმა გაიტანეს, გასული წლის 10 თვის განმავლობაში - 1 047 607 კგ, რაც 4 - ჯერ მეტია წლევანდელ მაჩვენებელზე.

აფხაზური მედიის ცნობით, ფეიხოს ექსპორტი იმავე დონეზე შენარჩუნდა. 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, 208 947 კგ ფეიხო გაიტანეს, ხოლო გასულ წელს - 291 215კგ, რაც 82 268 კგ - ით მეტია.

Print