რეგიონი
სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდების დასაქმების პროგრამა იწყება (ვიდეო)
შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში USAID -ის პროექტის "ზრდა" და სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" წარმომადგენლებმა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე "ალდაგის" HR განყოფილების ხელმძღვანელმა ანა სიჭინავამ დასაქმების პორტალი -  www.onjob.ge წარადგინა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდების დასაქმებას ისახავს მიზნად.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენელმა საზოგადოებას "ალდაგის"ოლაინ სააგენტო ქსელში დასაქმების თაობაზე და საიტზე დარეგისტრირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მსურველბს სათანადო დახმარება ადგილზე გაუწია.

საიტზე დარეგისტრირება 16 წელს ზემოთ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

"ზრდა" და "ალდაგი", ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, განახორციელებენ მოსახლეობისთვის ისეთი სადაზღვეო პაკეტების შეთავაზება-გავრცელებას, როგორიცაა მოსავლის, პირუტყვის, ავტომობილის და სიცოცხლის დაზღვევა.

აღნიშნული პროექტი, USAID - ის ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს - სამცხე-ჯავახეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, შიდა ქართლს, ქვემო ქართლს, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთს მოიცავს.

პროექტი ხუთწლიანია და ის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

Print