რეგიონი
ფოთში გემი გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმეს
თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა და სასაზღვრო პოლიციამ გამოავლინეს.

გემის კაპიტანს განესაზღვრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

თურქეთის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს.
Print