რეგიონი
ზუგდიდის სოფლებში თოვლის გამო გზებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა
დიდთოვლობამ ზუგდიდსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები გამოიწვია.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თენგიზ შანავას თქმით, ჯიხაშკარში, ახალსოფელსა და სხვა სოფლებში საავტომობილო გზებს თოვლის საფარისგან ინტენსიურად ასუფთავებენ, რათა არ მოხდეს მოძრაობის შეფერხება.

,,ამჟამად ზემო ჩხორიის გზაა ჩაკეტილი და მისი გაწმენდა ამ წუთებში მიმდინარეობს,’’- უთხრა რადიო ,,ათინათს’’ შანავამ.

სპეციალური ტექნიკით გზებს ჭკადუაში და ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც წმენდენ.

Print