რეგიონი
ზუგდიდის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდში, 35 კვ. სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზები - “წალენჯიხა“ და „ცაიში“ - დაზიანდა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება სოფლებს: ცაიშს, ზედა ეწერს და კორცხელს შეეზღუდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’ ავრცელებს.

უწყების თქმით, ტექნიკისთვის მიუვალი ადგილების გამო დაზიანების აღმოფხვრა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

,,ჩვენი ტექნიკური ბრიგადები დილიდანვე აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს, თუმცა, იმდენად რთული დაზიანებაა, შესაძლებელია, სამუშაოები დღეს ვერ დასრულდეს და აბონენტებისთვის 22 დეკემბრის დღის პირველ ნახევრამდე ვერ მოხერხდეს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა“.

Print