რეგიონი
ზუგდიდში საშობაო მსვლელობა გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში ტრადიციული საშობაო „ალილო“ დღეს დადიანების ეზოდან დაიწყო. მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაგრძელდა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდა, სადაც საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. მსვლელობაში მონაწილეობა მოსახლეობამ, მრევლმა და სამღვდელოებამ მიიღო.

„ალილოს“ მონაწილეებმა, მოხალისეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სპეციალურად მოწყობილ ურემზე ძღვენი დაალაგეს, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.

"ალილოს" ტრადიცია 2001 წელს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის კურთხევით აღდგა.
Print