რეგიონი
ახალი წლის ღამეს ხანძრის შედეგად გარდაცვლილის ოჯახი გამგებელს შეხვდა

1 იანვრის ღამეს ხანძრის შედეგად დაზარალებული გაბეჩავები ზუგდიდის გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ.

ისინი დაუწყებულნი არ იყვნენ იმის შესახებ, რომ გამგეობა მათ ოჯახს 4000 ლარს ჩაურიცხავს. აქედან 1000 ლარი სტიქიით დაზარალებულთათვის მაქსიმალური ლიმიტია, დარჩენილი 3000 ლარის ჩარიცხვის გადაწყვეტილება კი საკრებულომ მიიღო. გამგებელი ოჯახს, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა სახის დახმარებას დაჰპირდა.

შეხვედრას ლაშა გოგიასთან ერთად, მისი მოადგილე მამუკა წოწერია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ცნობისთვის, ახალი წლის ღამეს, სოფელ ჯიხაშკარში, გაბეჩავების საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც სახლი მთლიანად დაიწვა.

ხანძარს ოჯახის ერთ-ერთი წევრის მურმან გაბეჩავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ამჟამად დაზარალებული ოჯახი, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, დამხმარე ნაგებობაში ცხოვრობს.


 


 

Print