რეგიონი
ზუგდიდში გუბერნიასთან მონადირეების აქცია მოეწყო (ვიდეო)
მონადირეებმა აქცია დღეს გუბერნიასთან გამართეს. ისინი გადამფრენ ფრინველებზე კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნადირობის ნებართვის ლიცენზიას ითხოვენ.

,,რეინჯერები დადიან და გვიჭერენ, სადაც იხვი ბინადრობს, იქ არ გვიშვებენ. მოსახლეობაში ხომ არ ვინადირებთ. მოთხოვნა გვაქვს, რომ მოგვცენ ნადირობის საშუალება, თუ არა და ავდგებით ყველა და ტერიტორიაზე შევალთ ძალით",- ამბობს თენგიზ სიჭინავა.

აქციის მონაწილეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია შეხვდა, რომელმაც მათ პირობა მისცა, რომ პრობლემის მოგვარებაში გუბერნია აუცილებლად დაეხმარება.

“ჩვენთვის მონადირეების პრობლემა ცნობილია და ვეცდებით ყველანაიარად რომ მოვუგვაროთ. რასაც ისინი ითხოვენ, გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა და ჩვენ ამ თემაზე საუბარი მათთან რამდენჯერმე გვქონდა,“- განაცხადა მან.

მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში მონადირეები გზების გადაკეტვით და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500 მეტრ ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.


Print