რეგიონი
ნიკოსეულ სასახლეში ოთახს ხანძარი გაუჩნდა (ვიდეო)
ზუგდიდის ნიკო დადიანისეულ სასახლეში, დღეს, გამთენიისას, ერთ-ერთ ოთახში ცეცხლი გაჩნდა. მუშების ინფორმაციით, მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება დროულად მოახერხეს.მათივე თქმით, ოთახში ელექტროსადენები ჩართული არ იყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ. სასახლის ადმინისტრაცია ექსპერტიზის დასკვნამდე კომენტარს არ აკეთებს.
Print