რეგიონი
ავარიის გამო ზუგდიდში 560-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება (ვიდეო)
ზუგდიდში 560-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კოსტავას ქუჩაზე გაზის მილს ავტომანქანა შეეჯახა. როგორც ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, ავარიის მიზეზი
ძლიერი თოვლი და ლიპყინულია.

,, ხედავთ რა სიტუაციაც არის, ავარია მოხდა. გათიშულია 560-მდე ოჯახი. 6-7 საათის შემდეგ ყველა აბონენტი ეტაპობრივად ჩაირთვება,
’’- აღნიშნა ზუგდიდის სერვის ცენტრის მენეჯერმა გიორგი დარსანიამ. მისი თქმით, ამ დროისთვის ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღებს საჭირო ინფორმაციას.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო რეჟიმში „სოკარ გაზის’’ თანამშრომლები მუშაობენ.
Print