რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის აბონენტების მცირე ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
დიდთოვლობის გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთის აბონენტების მცირე ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
როგორც რადიო ,,ათინათს’’ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ურიდიამ განუცხადა, ამ წუთებში მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.

,,ამ დროისათვის მასშტაბური გათიშვები არ გვაქვს. ელექტროენერგია ყველა რაიონულ ცენტრს მიეწოდება. თუმცა, მცირე ავარიებია ზუგდიდში, ჩხოროწყუში, სენაკსა და მარტვილში,‘’- აღნიშნა მან.

ზუგდიდსა და მუნიციპალიტეტში გუშინ მოსული  თოვლის საფარი 40 სმ-ს აჭარბებს.

Print