რეგიონი
გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით ზუგდიდში საჯარო დისკუსია მოეწყობა (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის შემოღების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას თქმით, აუცილებელია გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობის წესის დადგენა, რადგან ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია. მისივე განმარტებით, გარევაჭრობის რეგულირების წესთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში საჯარო დისკუსია გაიმართება, რომლშიც მოვაჭრეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„დარწმუნებული ვარ დისკუსიის შედეგად მივიღებთ შენიშვნებს და რეკომენდაციებს. საბოლოო ჯამში კი ჩვენ გვექნება ძალიან ეფექტური და სასარგებლო რეგულაცია“
,- განაცხადა გიორგი თოდუამ.

აღნიშნული წესის დამტკიცების შემთხვევაში, გარე მოვაჭრეები ვალდებულნი იქნებიან რეგულაციით განსაზღრული წესები დაიცვან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება.





Print