რეგიონი
ზუგდიდში მოსახლეობა წყალმომარაგების სისტემის მომწყობი კომპანიისგან გზების მოწესრიგებას ითხოვს (ვიდეო)
ზუგდიდის მერიაში ე.წ. ,,პრესოვკა-მახარაძის“ უბნის მოსახლეობა იმ კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა, რომელიც ქალაქში ცენტრალური წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას ახორცილებს. აღნიშნული უბნის მაცხოვრებლებმა მათ მიმართ პრეტენზიები გამოთქვეს და მშენებლობის დროს დაზიანებული საავტომობილო გზის მოწესრიგება თხოვეს. შეხვედრა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრის თაზო ფაცაციას ინიციატივით შედგა. კომპანიის ხელმძღვანელის ფაიკ ნაზაროვის თქმით, ასფალტის საფარის შეკეთებას ხელი უამინდობამ შეუშალა. მისი ვარაუდით, შიდა გზებზე არსებული პრობლემები მარტის ბოლომდე აღმოიფხვრება.

ცნობისთვის, ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 84 მლნ ლარზე მეტია. მშენებლობა, რომელსაც აზერბაიჯანული კომპანია ,,ას ენშაათ-ნ“ გასული წლიდან ახორციელებს, 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

Print