რეგიონი
ზუგდიდში თემაზე "ოჯახური ძალადობა" კონკურსი გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში პროექტის "საზოგადოებრივი პროკურატურა" ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ოჯახში ძალადობის თემაზე კონკურსი გაიმართა. ის ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოეწყო და მასში ქალაქის #2, #5 საჯარო სკოლებისა და ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა მათ მიერ გადაღებული ვიდეორგოლები წარადგინეს, რომლებიც ოჯახში ძალადობის ნეგატიურ შედეგებს ასახავენ. ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლევან სალიას თქმით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია დანაშაულის პრევენცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

"მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს , მათ შორის გამოვავლინეთ საუკეთესო ვიდეორგოლის ავტორი. აღნიშნული ღონისძიება ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული და მასში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელვანია",- აღნიშნა სალიამ.

შეხვედრის ბოლოს კონკურსის ყველა მონაწილეს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცა.


Print